ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე ღამით გზის საფარი დაიგო
23.02.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე ღამით გზის საფარი დაიგო. ადგილზე ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აღნიშნული გზის მონაკვეთი უკვე წლებია არ დაგებულა და უამინდობისას გადაადგილების პრობლემებს ქმნიდა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. გიორგი ჭიღვარიას თქმით ქალაქში პირველ რიგში ისეთი გზები დაიგება, რომელსაც რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ ჩატარებია.