ზესტაფონის მკვიდრი ყოფილი პოლიტ-პატიმარი გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს კორუფციაში ადანაშაულებს
21.02.2018
უკან დაბრუნება
ზესტაფონის მკვიდრი ყოფილი პოლიტ-პატიმარი გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს კორუფციაში ადანაშაულებს და მის იმპიჩმენტს ითხოვს. გოგლიჩიძის თქმით, კახაბერ მახათაძის დავალებით კონკრეტული პირები „სილიკომანგანუმის“ ქერქულ ნარჩენებს მძიმე ტექნიკით ღამით უკანონოდ მოიპოვებდნენ. გოგლიჩიძის ბრალდებებს ზესტაფონის ვიცე-მერმა უპასუხა , დავით ჩირგაძემ მსგავსი ფაქტის არსებობა გამორიცხა.