შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ისრაელის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი შაფთაი ცური იმყოფება
20.02.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში ისრაელის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი შაფთაი ცური იმყოფება. ებრაელი დიპლომატი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში ქუთაისის მერის მოადგილეებმა გიორგი იობაშვილმა და ნინო თვალთვაძემ, ასევე იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა მიიღეს. შაფთაი ცურის თან ახლავს საელჩოს თანამშრომლები, რომლებიც ქუთაისში გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მართავენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის გზები.