შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეიდან აღდგომის მარხვა დაიწყო
19.02.2018
უკან დაბრუნება
დღეიდან აღდგომის მარხვა დაიწყო.იგი ყველაზე დიდი მარხვაა,40 დღე გრძეკდება და ვნების შვიდეულს ემატება.დიდმარხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადებას წარმოადგენს.ამ დროს მორწმუნეებს ხორცეულის,თევზისა და რძის ნაწარმის მიღება ეკრძალებათ.განსაკუთრებით მძიმეა მარხვის პირველი შვიდეული.მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის პერიოდში ,ორმოცი დღის განმავლობაში მიცვალებულებს იხსენიებს,გარდა ამისა პარასკევი საღამოდან კვირა დილის ჩათვლით წმ.ეფრემ ასურის ლოცვა იკითხება. წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 8 აპრილს იზეიმებს.