წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლის სპორტსმენები სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადაში იასპარეზებენ
19.02.2018
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლის სპორტსმენები სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადაში იასპარეზებენ.
გაცილების საზეიმო ღონისძიება დღეს წყალტუბოს სპორტის სასახლეში შედგა.12 სპორტსმენი ყატარში გამართულ ოლიმპიადაში წარმატების მოსაპოვებლად იასპარეზებს,რომელიც ხელბურთის სახეობაში გაიმართება.ოლიმპიადა 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გაიმართება.