ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
19.02.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.ფანჯიკიძის ქუჩაზე უკვე დასრულდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე დაიწყო იაშვილისა და ნაზარიშვილის ჩიხების რეაბილიტაციაც,რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ჩიხებში გზის საფარის აღდგენა დაახლოებით 20 წელია არ მომხდარა. ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს და ამ კუთხით სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაში შედის.