შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მერიამ შშმ პირთა დასახმარებელი პროექტები შეაჯამა
03.12.2015
უკან დაბრუნება
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1992 წელს დაწესდა, შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობისა და ღირსების პატივსაცემად. ადგილობრივ თვითმმართველობაში ის აქტივობები შეაჯამეს, რაც მერიამ მთელი წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასახმარებლად გასწია.