„ევროპარლამენტის მოდელირება 2018“ დღეს ქუთაისში გაიხსნა
16.02.2018
უკან დაბრუნება
„ევროპარლამენტის მოდელირება 2018“ დღეს ქუთაისში გაიხსნა. ეს არის პროექტი,რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის განმავლობაში საკომიტეტო საქმიანობაში ჩაერთონ სადაც ისინი ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში.
პროექტის დასასრულს კი თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელიც განსახილველად გადაეგზავნება ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.