იუსტიციის სახლი ახალი სერვისების დანერგვას აგრძელებს
16.02.2018
უკან დაბრუნება
იუსტიციის სახლი ახალი სერვისების დანერგვას აგრძელებს. 400-მდე მომსახურებას ამჯერად საერთაშორისო სიმბარათების გაცემის სერვისი დაემატა. საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს საშუალება მიეცემა, ერთ სივრცეში აიღოს ბიომეტრიული პასპორტი, სამოგზაურო დაზღვევა და ასევე დღეიდან - საერთაშორისო სიმბარათი. ამ სერვისის დანერგვის ინიციატივა იუსტიციის სახლს ეკუთვნის, რომელმაც ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი აუქციონის წესით შეარჩია. გამარჯვებული კომპანია მომხმარებლებს საერთაშორისო სიმბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს.