სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
16.02.2018
უკან დაბრუნება
სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარის პირველმა პირმა 2018-2021 წლის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილა და რეკომენდაციები გასცა. ასევე, იმსჯელეს 2018 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ არსებული პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე .
დღესვე, სხდომაზე საკონსულტაციო საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფის შეიქმნა და ახალი შემადგენლობით დამტკიცდა. ჯგუფის წევრები იმერეთის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები არიან. შეხვედრას მათი ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი დაესწრო.