შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იმერეთის რეგიონიდან ახალგაზრდა მოლაშქრეებს მასპინძლობდა
14.02.2018
უკან დაბრუნება
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იმერეთის რეგიონიდან ახალგაზრდა მოლაშქრეებს მასპინძლობდა. სემინარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქალაქ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ორგანიზებით, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ორი კვირის განმავლობაში სამთო მიმართულებით და სამთო პირობებში მოქმედების სპეციფიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სემინარზე „მთანი მაღალნი“ დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ.კურსი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა და მის მიზანს მსმენელებისთვის ბუნებრივ, სამთო პირობებში მოქმედებისთვის საჭირო წესების გაცნობა, მათი ფიზიკური და გონებრივი უნარების განვითარება, პირველადი დახმარების გაწევისა და თვითგადარჩენის ინსტიქტების გაცნობა წარმოადგენდა. კურსის განმავლობაში მონაწილეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ლექციები საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა წაუკითხეს.(მასალა აღებულია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან)