თბილისის საკრებულოში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში კრეატიული ინიციატივების წარდგენისთვის ოთარ ლორთქიფანიძეს სიგელი გადაეცა
14.02.2018
უკან დაბრუნება
თბილისის საკრებულოში პირველად, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის საკრებულოს სპორტის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ მიიღო. ქუთაისის საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატმა იმ ხედვებზე ისაუბრა, რომელიც მას თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით აქვს. ოთარ ლორთქიფანიძემ ფორუმის მონაწილეებს ის ინიციატივებიც გააცნო, რომელიც მან ქუთაისის მერიას განსახორციელებლად შესთავაზა.
წარმომადგენლებიდან 64 მუნიციპალიტეტის კრეატიული ინიციატივების წარდგენისთვის 5 მონაწილეს სიგელი გადაეცა,მათ შორის ოთარ ლორთქიფანიძეს.