საქართველოს პალრამენტის წევრმა და წყალტუბოს მაჟორიტარმა ცოტნე ზურაბიანმა საწურბლიას მღვიმე დაათვალიერა
10.02.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს პალრამენტის წევრმა და წყალტუბოს მაჟორიტარმა ცოტნე ზურაბიანმა საწურბლიას მღვიმე დაათვალიერა.
საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში. მღვიმეში სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.
ცოტნე ზურაბიანის თქმით, მღვიმე გარდა იმისა, რომ ბევრ ადამიანს მოუტანს ჯანმრთელობას ასევე, სამედიცინო ტურიზმის განვითარებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექოტორი ზაალ კვანტალიანის თქმით, პროექტის პარგლებში, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ამბულატორია, მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ - აქტიურ და პასიურ ზონად დაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები.
საწურბლიას მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულის ბოლოდან მიიღებს.იგი პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.