ძიუდოში საქართველოს პირველობა გაიმართა გოგონათა შორის
09.02.2018
უკან დაბრუნება
ძიუდოში საქართველოს პირველობა გაიმართა გოგონათა შორის. ქუთაისი ა(ა)იპ სპორტულ გაერთიანებათა დაწესებულების მე-17 სპორტ სკოლის სპორტსმენებმა ასახელეს. ინდირა სილაგაძემ და ლოლიტა გაბუნიამ 6-7 თებერვალს თბილისში საქართველოს პირველობა მოიგეს. სპორტსმენებს დღეს სპორტულ გაერთიანებათა დაწესებულების მმართველმა კობა ფხაკაძემ უმასპინძლა და წარმატებები უსურვა. ინდირა სილაგაძე და ლოლიტა გაბუნია მარტის თვეში , ანტალიაში, ევროპის თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.