ქუთაისში, საღორია - ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 5-კილომეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
09.02.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში, საღორია - ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 5-კილომეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასკვნით ეტაპს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი გაეცნენ. პროექტი მოიცავდა ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარის მოწყობას, ხელოვნური ნაგებობებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების სამუშაოებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 992 801 ლარით ფინანსდება. პროექტის ფარგლებში 20 ადამიანია დასაქმებული.