ქუთაისში, პარლამენტის წინ ზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს
08.02.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში, პარლამენტის წინ ზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის მიღებამდე ძველ ადგილზე გარევაჭრობის ნებართვას თხოვენ. მათი განცხადებით, წინააღმდეგი არ არიან ალტერნატიულ ადგილზე გადავიდნენ, თუმცა ახალი ბაზრის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, რის გამოც ისინი რამდენიმე თვე ვერ იმუშავებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე თვე სამუშაოს გარეშე 80 გარემოვაჭრე რჩება.