წყლის მაგისტრალის დაზიანების გამო პრობლემის წინაშეა 27-ე საჯარო სკოლა
02.12.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე ყოფილი 27 - საჯარო სკოლის წინ რამდენიმე თვეა წყლის მაგისტრალია დაზიანებული, მიწიდან ამონადენი წყალი ყოფილი სკოლის ეზოში ჩაედინება, რაც ადგილობრივების თქმით შენობის საძირკველს აზიანებს. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ანტისანიტარია და არასასიამოვნო სუნი აწუხებთ, მოსახლეობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სამუშაოების დასრულებისკენ მოუწოდებს, თუმცა კომპანიაში სატელეფონო საუბარში განგვიმარტეს, პრობლემას წვიმის წყლის დაგროვება წარმოადგენს. მათივე თქმით , წყლის მილი დაზიანებული არ არის, და შესაბამისად შეკეთებასაც არ საჭიროებს. საპირისპიროს აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში, სადაც ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე გაერთინებული წყალმომარაგების კომპანიამ უნდა იზრუნოს.