შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მტვრიანობის მაჩვენებელი 4,2-ჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას
02.12.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისში მტვრიანობა საკმაოდ მაღალია და დაახლოებით 4,2-ჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას", - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევაშია ნათქვამი.სააგენტომ გარემოს დაბინძურების ინდიკატორული კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, რომლის მიხედვით მტვრიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქუთაისში დაფიქსირდა. სპეციალური დანადგარები, რითაც აზომვები მიმდინარეობდა, საქართველოს 9 ქალაქში, 58 წერტილში დამონტაჟდა. თბილისში მტვრიანობის მაჩვენებელი სამჯერ აღემატება დასაშვებს, ზესტაფონში 1,4-ჯერ, ბათუმში 1,6-ჯერ, რუსთავში - ასევე გადაჭარბებაა მტვრის 3,2-ჯერ.გამომწვევ მიზეზებზე ეკოლოგები საუბრობენ