შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, „სპეციალური სერვისების“ მიერ გასული წლის, ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების საქმეს შეისწავლის
03.02.2018
უკან დაბრუნება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, „სპეციალური სერვისების“ მიერ გასული წლის, ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების საქმეს შეისწავლის. როგორც სპეციალურ სერვისებში აცხადებენ, აიპის ყოფილი მენეჯმენტის პირობებში ასათიანის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის მოწყობისას დაფიქსირდა ხარვეზები. შესაბამისი დოკუმენტები კი ახალმა ხელმძღვანელობამ, საგამოძიებო უწყებას გადასცა. „სპეციალური სერვისების“ ყოფილი ხელმძღვანელი გელა გაგუა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, გავრცელებული ინფორმაციით, მან გასულ თვეებში ქვეყანა დატოვა.