მერიის თეთრ დარბაზში სახელოვანი სპორტსმენი, ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე კვერნაძე მიიღეს
02.02.2018
უკან დაბრუნება
მერიის თეთრ დარბაზში სახელოვანი სპორტსმენი, ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე კვერნაძე მიიღეს. ალექსანდრე კვერნაძეს, რომელიც ვეტერანი „ტორპედოელია“ 60 წელი შეუსრულდა. იუბილარს დაბადების დღე ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. სხვადასხვა წლებში ფეხბურთელის ანგარიშზე უამრავი წარმატებული მატჩი და გოლი ირიცხება. ალექსანდრე კვერნაძე ამჟამად 17 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელია. იუბილარმა მერიის თეთრ დარბაზში შეკრებილებს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.