შეხვედრა კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან თიბისი ბანკისა და სავი ქონსალთინგის ერთობლივი ორგანიზებით
02.02.2018
უკან დაბრუნება
თიბისი ბანკისა და სავი ქონსალთინგის ერთობლივი ორგანიზებით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონი, 2017 წლიდან ქართულ კომპანიებს ანგარიშგების საჯაროობას ავალდებულებს.
სემინარზე ახლადმიღებული კანონის გავლენასა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს. ექსპერტების განმარტებით, რეფორმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.