შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
02.02.2018
უკან დაბრუნება
ზესტაფონში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ პირველ მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ზესტაფონში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველად კეთდება ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე და სკვერი. ქალაქის ცენტრალურ ნაწილს პროექტის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება. გაუმჯობესდება როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილება. პროექტი გასულ წელს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 199 771 ლარია.