შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოში შესაძლოა ჯანდაცვის სკოლა საქართველოს უნივერსიტეტმა გახსნას
02.02.2018
უკან დაბრუნება
წყალტუბოში შესაძლოა ჯანდაცვის სკოლა საქართველოს უნივერსიტეტმა გახსნას. საკითხთან დაკავშირებით წყალტუბოს საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობენ. მათ ცოტნე ზურაბიანთან და სალომე ქუთათელაძესთან ერთად წყალტუბოში ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც სავარუდოდ ჯანდაცვის სკოლა განთავსდება. სწავლის მსურველებს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა წყალტუბოში სხვადასხვა პროგრამებს შესთავაზებს. ასევე იქნება სასერთიფიკაციო კურსები დასაქმებული მედ-პერსონალისთვის. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა, წყალტუბოში პირველ ნაკადს სექტემბერში მიიღებს. უკვე მეორე ეტაპისთვის კი საქართველოს უნივერსიტეტი, წყალტუბოში სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს მოაწყობს.