ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის გზის რეაბილიტაცია დასრულდა
02.02.2018
უკან დაბრუნება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
დღეიდან მოსახლეობა განახლებული გზით შეძლებს სარგებლობას. შიდა სასოფლო გზა, რომელიც სოფელს პირდაპირ აკავშირებდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან, ფაქტობრივად გაუქმებული იყო.
პროექტის ფარგლებში დაიგო ბეტონის საფარი, განხორციელდა გზის მიერთებების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. მდ. ყვირილაზე გამავალი არსებულ ხიდს კი ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. დონორი-ევროპის საინვესტიციო ბანკია.
15 კმ-იანი მონაკვეთი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა , და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.