შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფონდმა „ქართუმ“ ქუთაისელ მორაგბეებს საჩუქარი გადასცა
31.01.2018
უკან დაბრუნება
ფონდმა ,,ქართუმ" დღეს ქუთაისს ბავშვთა რაგბის აკადემია, ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები მფლობელობაში გადასცა. შეთანხმებას ფონდის წარმომადგენელთან ერთად ქუთაისის მერმა მოაწერა ხელი. პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარია, რომელიც სრულად ფონდმა ,,ქართუმ" დააფინანსა. რაგბის ბავშვთა აკადემიის ბაზაზე დღეს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იმერეთის მხარის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან, ვიცე გუბერნატორ გრიგოლ დალაქიშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ გენადი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა.