შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში საახალწლო სამზადისი დაიწყო
02.12.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისში საახალწლო სამზადისი დაიწყო. რამდენიმე დღეში დაიწყება საახლწლო აქსესუარებითა და გირლიანდებით ცენტრალური მოედნის, მთავრი ქუჩებისა და სკვევრების მორთვა. ნაძვის ხე ამჯერადაც მესხიშვილის თეატრის წინ დაიდგმება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "აღმდგენი" დაახლოებით 85 000 ლარის ფარგლებში შეასრულებს. ჯერჯერობით არ საჯაროვდება იმ შემსრულებელთა ვინაობა, რომლებიც საახალწლო გალაკონცერტში მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ცნობილია, რომ ახალ წელს ქუთაისელებს სცენიდან პოპულარული ჯგუფი "ეგარი" მიულოცავს.