შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში დღეს წითელას შემთხვევების ზრდასა და იმუნიზაციის საკითხებზე იმსჯელეს
31.01.2018
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში დღეს წითელას შემთხვევების ზრდასა და იმუნიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა 2017 წლის აგვისტოდან დაფიქსირდა.2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა,აქედან 86 აჭარაში. იმ პაციენტებს,რომლებსაც გამოტოვებული აქვთ ერთი ან რამდენიმე აცრა , ვაქცინაცია პოლიკლინიკებში ოჯახის ექიმთან შეუძლიათ ჩაიტარონ. შეხვედრას ჯანდაცვის და პოლიკლინიკის წარმომადგენლები დაესწრნენ.