შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის
31.01.2018
უკან დაბრუნება
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთან,, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კომპანიის არაქართულენოვანი თანამშრომლები ქართული ენის სწავლებაში ჩაერთვებიან. მსმენელები ენობრივი კონპეტენციის A1, A2, B1, B1+ და B2 დონეებს გაივლიან. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში მარნეულის, ბოლნისის, გარდაბანისა და დმანისის მომსახურების ცენტრის არაქართულენოვანი თანამშრომლები ჩაერთვებიან.