დღეიდან ქუთაისის იუსტიციის სახლის სტუმრებს ,,ჯასთკაფე,, მოემსახურება
31.01.2018
უკან დაბრუნება
თბილისისა და ბათუმის შემდეგ ,,ჯასთკაფე,, დღეიდან ქუთაისის იუსტიციის სახლის სტუმრებსაც მოემსახურება.
მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ იუსტიციის სახლის სერვისები ფინჯანი ყავის თანხლებით მიიღონ, როგორიცაა პასპორტის, პირადობის მოწმობის აღება, კონსულტაციები და ამონაწერი საკუთრების შესახებ.
,,ჯასთკაფე,, იუსტიციის სახლის სერვისებით დაინტერესებულ პირებს შაბათ კვირის გარდა ყოველდღე მოემსახურება.