სასტუმრო ბაგრატში პროექტის ,,საჯარო სამსახურის რეფორმის მონიტორინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში,, გაიმართა
30.01.2018
უკან დაბრუნება
სასტუმრო ბაგრატში პროექტის ,,საჯარო სამსახურის რეფორმის მონიტორინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში,, გაიმართა.იგი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ არის დაფინანსებული. პროექტს რეგიონული ინიციატივების ცენტრი ,,ნათელი მომავალი,, აწარმოებს, ხანგრძლივობა 10 თვეა და იმერეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში ქუთაისში, ხონში, სამტრედიასა და წყალტუბოში ხორციელდება. შეხვედრაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიასთან და საკრებულოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. შეხვედრას არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.