,,წარმატების ფორმულა,,_ ქალთა კლუბის ტრადიციად ქცეული ღონისძიება
30.01.2018
უკან დაბრუნება
,,წარმატების ფორმულა,,_ ქალთა კლუბის ტრადიციად ქცეული ღონისძიება ლადო მესხიშვილი სახელობის თეატრში არსებულ ლიტერატურულ კაფეში გაიმართა.
2017 წლის ქალთა კლუბის წარმატებულმა ქალბატონებმა ენჯეოსექტორისა და მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მიღწევები გააცნეს.
8 ქალბატონმა თავიანთ სფეროში განხორციელებული პროექტები და გამარჯვებები დეტალურად მიმოიხილა.
2 წლის წინ დაარსებული ღონისძიება _,,წარმატების ფორმულა,,_ სხვადასხვა სფეროში მორვაწე ქალბატონებისთვის სტიმულის მიმცემია. მათი საქმიანობა ენჯეოსექტორის წარმომადგენლებმაც შეაფასეს.