ქუთაისში მარტივი ტიპის 12 მოედანი კეთილმოეწყო
02.12.2015
უკან დაბრუნება
თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო. 2 ასეთი მოედანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ბურთები გადასცეს და სიმბოლურად კარში გოლიც გაიტანეს. 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000ლარი დაჯდა. სამუშაოები შ.პ.ს ,,თეგიკა უნივერსალმა“ შეასრულა.