შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს
30.01.2018
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი ქუთაისის მერიას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის დარღვევასა და ბიზნესის განვითარებისათვის ხელისშეშლაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ქუთაისში, ქალაქის გარეგანათების საკითხს, რომელზეც ტენდერი 2017 წლის 3 დეკემბერს გამოცხადდა. „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ქუთაისის მერიამ ქალაქის გარეგანათებაზე პასუხისმგებელი ფირმის გამოვლენის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა, ხოლო იმ ეტაპზე, როდესაც ტენდერის შედეგად გამარჯვებულები უნდა გამოვლენილიყვნენ, ტენდერი შეწყვიტა და საკუთარი ააიპი „ქუთგანათება“ დააფუძნა. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ ტენდერი ხელშეკრუ;ლების მომზადების ეტაპზე არ შეწყვეტილა და შესაბამისად, არც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არ დარღვეულა.