რეზერვისტთა მობილიზაციის მოქმედი სისტემა გარდაქმნის მოლოდინშია
27.01.2018
უკან დაბრუნება
რეზერვისტთა მობილიზაციის მოქმედი სისტემა გარდაქმნის მოლოდინშია.
ახალი კონცეფცია სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალური გამოყენებას ითვალისწინებს.
ინიციატივის მთავარი სიახლე,მისი ამოქმედებისას აქტიური და სამობილიზაციო რეზერვის,სამი სხვადასხვა სახე იქნება.სამობილიზაციო რეზერვში შევა,ნებაყოფლობითი საკონტრაქტო და ანაზღაურებადი რეზერვი.
ახალი კონცეფციით საუბარია ორი,სარეზერვო სამსახურის არსებობაზე.
ერთი აქტიური რეზერვის სახით,მეორე სამობილიზაციო სამსახური იქნება წარმოდგენილი.
აქტიური რეზერვი,იმ სამხედრო მოსამსახურეებისაგან დაკომპლექტდება,რომლებმაც კონტრაქტით ამოწურეს სამსახური შეიარაღებულ ძალებში.აქტიური რეზერვი შესაძლებლობას იძლევა ნებაყოფლობის საფუძველზე ანაზღაურების პირობებში,შეთავაზებული იყოს 5 წლიანი კონტრაქტი.
სამობილიზაციო რეზერვი,ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა.