შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“-მ ბრიფინგი გამართა
23.01.2018
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“-მ ბრიფინგი გამართა.ორგანიზაციის წარმომადგენლები 2017 წლის დეკემბერში იმერეთის გუბერნიის ბალანსზე არსებული ორი ავტომობილის სანომრე ნიშნების შეცვლას აპროტესტებენ.მათი განმარტებით შეცვლილი ნომრები პარტიის სიმბოლოს ინგლისური აბრევიატურით გამოხატავს.მათი განმარტებით არსებობს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ,რომელიც საჯარო მოხელეებს ავალდებულებს პოლიტიკურად ნეიტრალურები იყვნენ. აღნიშნულ საკითხზე განმარტება იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა გააკეთა.გოჩა გაბუნიას განცხადებით იმერეთის რეგიონში სახვადასხვა დროს სტიქიის პირობებში ავტომანქანების გადაადგილებისას სანომრე ნიშნების დაკარგვამ გამოიწვია მათი შეცვლა.