შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მშენებლობის დროს ორი ადამიანი დაიღუპა
27.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში აღმაშენებლის ქუჩაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ორი მუშა დაიღუპა. უბედური შემთხვევა ამწე ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია.ჩვენი გადამღები ჯგუფი კომპანია „იბერია სტარ გრუპის “ წარმომადგენელს დაუკავშირდა,როგორც აცხადებენ მშენებლების მიერ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, ისინი სამშენებლო ბაგირით გადაადგილდებოდნენ,რაც კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით კატეგორიულადაა აკრძალული. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტით მიმდინარეობს.