შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე 40 ბავშვის სამკურანლო ხარჯებს ,1 წლის განმავლობაში სრულად დააფინანსებს
22.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერია კომპანია „m 2 უძრავი ქონება“-სთან ერთად აუტისტური სპექტრის მქონე 40 ბავშვის სამკურანლო ხარჯებს ,1 წლის განმავლობაში სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს. ქუთაისის მერის, მოადგილე ნინო თვალთვაძესთან, პარლამენტარ რატი იონათანიშვილსა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა და მათთან ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განიხილა. ქუთაისის მერია, ბენეფიციარების სამკურნალო თერაპიული კურსის ხარჯებს, 2018 წელს ზრდის და 125 00 ლარით აფინანსებს. კომპანია „m 2 უძრავი ქონება“-100 000 ლარით, რაც გულისხმობს, რომ სრულად დაიფარება აუტისტური სპექტრის მქონე 40 ბენეფიციარის, თერაპიული მომსახურების ერთი წლის საფასური.