ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი გვიან ღამით დაიწყო
20.12.2017
უკან დაბრუნება
ახალი საახალწლო განათებების ნაწილი უკვე ქუთაისშია, მათი მონტაჟი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გვიან ღამით დაიწყო.
სამუშაოებს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი დაესწრნენ.
ქუთაისის მერის განცხადებით, განათებების ნაწილი 2-3 დღეში ჩამოვა და მათი მონტაჟი მალევე დასრულდება.
ცისფერყანწელთა ქუჩაზე ახალი ნაძვის ხე დაიდგმება, რომლის წინა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია.