წყალტუბოში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
20.12.2017
უკან დაბრუნება
წყალტუბოში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო, გაიმართა სანახაობრივად შთამბეჭდავი ,მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც ამაღლებული წინასაახალწლო განწყობა შექნა.
წინასაახალწლო კონცერტზე წყალტუბოელებსა და მოწვეულ სტუმრებს დამდეგიახალი წელი მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა
წინასაახალწლო ღონისძიებები წელს განსხვავებულად დაიგეგმა, დღესასწულად იქცა ნაძვის ხის მორთვაც, რომელშიც მთელი ქალაქი იყო ჩართული. განსაკუთრებით იაქტიურეს სკოლებმა, ბაღებმა, ახალგაზრდებმა., წელს პირველად მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა .
სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა კონკურსის: -,,ყველაზე მანათობელი კომპოზიციის’’ გამარჯვებულები:
წყალტუბოში საახალწლო ღონისძიებები ძველით ახალ წლამდე გრძელდება. 1 იანვარს, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში’’ მუსიკალურ-თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება.