ჟურნალისტ სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია
20.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს ინიციატივით ჟურნალისტ სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია წელს მეორედ მოეწყო. აუქციონზე მხარისა და ქალაქის პირველმა პირიბემა, ასევე საკრებულოს დეპუტატებმა სოფო ბობოხიძის ფოტონამუშევრები შეიძინეს.შემოსული თანხა საახალწლოდ ხელმოკლე ოჯახებს გადაეცემა. საქველმოქმედო ღონისძიება ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო და მას სოფო ბობოხიძის კოლეგები და ახლობლები დაესწრნენ.