ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი განხორციელდა
13.12.2017
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი განხორციელდა. სოფელ საქარიქედში უკვე დასრულდა 2 200 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 178 800 ლარს შეადგენს.
სოფელ კიცხში ამორტიზებული გზის შეკეთების პროცესი მიმდინარეობს, ლახუნდარაში კი ეკლესიასთან მისასვლელი 2 350 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტები ცენტრალური ბიუჯეტიდან 500 000 – ზე მეტი ლარით დაფინანსდა.
სამუშაოები იმერეთის გუბენატორმა მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.