ჭიათურის მაღაროში დაშავებული მუშა იმერეთის გუბერნატორმა მოინახულა
25.11.2015
უკან დაბრუნება
ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად დაშავებული თეიმურაზ ღუღუნიშვილი მკურნალობას ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადის. დღეს დაზარალებული იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა და მისმა მოადგილემ მოინახულეს. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინცინდენტის დროს 25-ე მაღაროში ორი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ფაქტზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ აფეთქების მიზეზი მუშების მხრიდან უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა გახდა.