შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტყიბულში გარდაცვლილ მეშახტეს სამი შვილი დარჩა-ოჯახი დახმარებას ითხოვს
28.10.2017
უკან დაბრუნება
გუშინ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, გარდაცვლილ დავით ფორჩხიძეს მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ოჯახში შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ, თუმცა ოჯახის წევრებსა და მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა. გარდაცვლილი მეუღლე აცხადებს, რომ შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოჯახში მისვლას დღესაც გეგმავენ.