შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა მეთოდებით ებრძვიან აზიურ ფაროსანას სოფელ შრომაში
21.10.2017
უკან დაბრუნება
ჩვენს სოფელში ბევრი მიტოვებული სახლია და საჭიროა მათი შეწამვლაც, - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ფიქრობენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მხოლოდ საკუთარი სახლების და მიმდებარე ტერიტორიის შეწამვლა საკმარისი არ არის. ადგილობრივების თქმით, ისეთ სახლებს, რომელთა მეპატრონეებიც სოფელში არ ცხოვრობენ, თავად წამლავენ, თუმცა მათი ძალისხმევა საკმარისი არ არის. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ აზიურ ფაროსანას მექანიკური საშუალებებით ებრძოლონ და პესტიციდები სახლში არ გამოიყენონ. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ საკუთარი ძალებით, მექანიკური საშულებების გამოყენებით, როგორიც არის მაგალითად მტვერსასრუტი, სახლში შესულ მავნებელს უკვე ებრძვიან. სოფელ შრომის მოსახლეობასთან შეხვედრა კამპანიას ,,ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.