ქუთაისში ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
25.11.2015
უკან დაბრუნება
ფონდ ,,სოხუმის,, ორგანიზებით, ქუთაისში ძალადობის წინააღმდეგ აქცია მოეწყო,რომელშიც მეწარმე ქალთა ფონდი და გენდერული საკონსულტაციო საბჭო პარტნიორებთან ერთად იყო ჩართული.
დღეს დაიწყო 16 დღიანი კამპანია სლოგანით ”მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ” ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. კამპანიის ფარგლებში მოეწყობა მრგვალი მაგიდები , ფორუმ თეატრის წარმოდგენები და საზოგადოებრივი დისკუსიები,რაც მიზნად ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ისახავს ქალთა მიმართ ძალადობაზე.