ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა ქუთაისში
25.11.2015
უკან დაბრუნება
”ადრეული ქორწინება -გოგონებზე ძალადობა”, ”ნუ გაათხოვებ”-ამ სლოგანით დღეს ოპერის თეატრის წინ ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,რომ 16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, სახელმწიფომ კი ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოს.
საქართველოში ყოველ დღე 4 არასრულწლოვანი გოგონა დედა ხდება.საგანგაშოა სტატისტიკა,რომლის მიხედვითაც, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეწყვიტა.