ქუთაისელი მხატვრის, ჯავა ჭეიშვილის 75 წლის იუბილე აღინიშნა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში
24.11.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისელი მხატვრის, ჯავა ჭეიშვილის 75 წლის იუბილე აღინიშნა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში. საიუბილეო საღამოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. მხატვარი არაერთი ფერწერული ტილოს ავტორია, არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და ღირსების ორდენოსანი. 2002 წლიდან ჯავა ჭეიშვილი ქუთაისის საპატიო მოქალაქეა.მხატვრის ნაწარმოებები დაცულია თბილისის სახელმწიფო ეროვნულ და თანამედროვე ხელოვნების გალერეებში, ქუთაისის დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, რუსეთის საგამოფენო ცენტრში, ასევე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის კერძო კოლექციებში. ჯავა ჭეიშვილს იუბილე ქუთაისის მერმა მიულოცა, ხელოვანის პატივსაცემად ანსამბლა ,,ადილამ,, იმღერა