საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
29.09.2017
უკან დაბრუნება
საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა: ორი ვერცხლი და ბრინჯაო.
კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები ლუკა კუბლაშვილი და ბაკურ ჩიქოვანი გახდნენ. მამუკა აბულაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სპორტსმენებს და მწვრთნელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა შალვა გოგოლაძემ უმასპინძლა.
ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ ალბენაში 18-25 სექტემბერს შედგა,სადაც მონაწილეობა 30 ქვეყნის გუნდს შორის საქართველომაც მიიღო და მე-6 ადგილი დაიკავა.