ქუთაისის მედიკოსთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრები ბელორუსიელ მედიცინის მუშაკებს შეხვდნენ
22.09.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მედიკოსთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრები ბელორუსიელ მედიცინის მუშაკებს შეხვდნენ.
მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და შრომით უფლებებზე ისაუბრეს.
ბელორუსიის დელეგაცია 6-ი დღეა, რაც საქართველოში იმყოფება.
სტუმრებმა აჭარასა და იმერეთში კლინიკები მოინახულეს და ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
მათი ვიზიტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული საინფორმაციო შეხვედრით დასრულდა, რომელიც ქუთაისის მედიკოსთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ინიცირებით შედგა.