"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიასა და გამარჯვების ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი შენგელიას მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა
21.09.2017
უკან დაბრუნება
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიასა და გამარჯვების ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი შენგელიას მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს. "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" მხარდამჭერთა კლუბში შეიკრიბებიან ირაკლი შენგელიასა და გიორგი ჭიღვარიას მხარდამჭერები და დაგეგმავენ კონკრეტულ აქტივობებს. ასევე, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ აღნიშნულ კლუბში დააფიქსირონ იდეები თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს გამარჯვების ოლქში. გიორგი ჭიღვარიასა და ირაკლი შენგელიას მხარდამჭერთა კლუბის მისამართია ჟიულ შარტავას პირველი შესახვევი #15. ქუთაისში სხვადასხვა ლოკაციაზე ჯამში 3 მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნება.